LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაეხმარეთ მარტოხელა დედას შვილისთვის კომპიუტერის საყიდლად – “უნივერსიტეტი დაიკეტა და ლექციებს ვეღარ ესწრება…”

214
nana-beglishvili-news

სოციალურ ქსელში “ცოდნის კაფეს” თანადამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალბატონი, რომელსაც სტუდენტი შვილისთვის კომპიუტერის ყიდვა სურს, საფლავებს ალაგებს და საზოგადოებას სთავაზობს, სტუდენტისთვის კომპიუტერი აგროვებული ფულით შეიძინონ. ის აქვეყნებს ანგარიშის ნომერსაც. სტუდენტს კომპიუტერი იმისთვის სჭირდება, რომ ონლაინლექციებს დაესწროს…

გთავაზობთ ნანას პოსტს:

“- მომაძებნინეთ ვის უნდა სააღდგომოდ სასაფლაოების გასუფთავება, 10 ლარად გავუწმენდო.
– რად გინდათ მეთქი?

შვილი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი მყავს, კარფურში მუშაობს, თავი ძლივს გააქვს, იმდენს ვერ აგროვებს, კომპიუტერი იყიდოს. რაც უნივერსიტეტები დაიკეტა, ლექციებს ვეღარ ესწრებაო.

– რამდენი გაქვს შეგროვილი-მეთქი?
– 80 ლარიო ?

მარტოხელა დედაა, ეს შვილიც მარტომ გაზარდა, დამხმარე არავინ ჰყავს და ამ კორონამ რამდენს აურია ისედაც ძალიან მძიმე ცხოვრება ??

Updated: მეგობრებო, ვესაუბრე, თავად შეარჩია ნორმალური მონაცემების კომპიუტერი.
1069 ლარს ვაგროვებთ Lenovo-ს კომპიუტერის საყიდლად.
ანგარიში არის ჩემი:
ნანა ბაგალიშვილი
GE23TB7107045061600004
მიზნობრიობა – სტუდენტის კომპიუტერისთვის”.

ნანა ბაგალიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g