მულტიფუნქციური კორპორაციის „სფერო ჰოლდინგის” საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „სფერო ინვესტი“ საქართველოში არსებულ დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს.
თუ პარტნიორ კომპანიას ყოველგვარი საპროცენტო ვალდებულების გარეშე ეძებ, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, „სფერო ინვესტი“ დახმარების ხელს დაპარტნიორების ხარჯზე გიწვდით.
უფრო კონკრეტულად, თქვენ მიიღებთ დაფინანსებას, რომლის რამდენიმე მიმართულებით გამოყენება იქნება შესაძლებელი: მიმდინარე მშენებლობების დასასრულებლად, შეჩერებული მშენებლობების გასაგრძელებლად და სამშენებლო ნებართვის მქონე მიწის ნაკვეთებზე ახალი პროექტების დასაწყებად.
საქართველოს ისტორიაში პირველად, „სფერო ინვესტთან“ დაპარტნიორების ხარჯზე, გეძლევათ შანსი, გამოიყენოთ დაფინანსების ალტერნატიული საშუალება – მიზნამდე ერთი ნაბიჯია, ეს ალტერნატიული გზაა იმისთვის, ვისაც შედეგის მიღება დროის დაკარგვის გარეშე გსურს.
(R)