LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაფინანსების შესახებ კანონპროექტი შალვა ნათელაშვილის დასასჯელად მიიღეს, რადგან არ „გააპრავა“ პარლამენტი, არ შევიდა „ბიძინას ბუტკად“ წოდებულ ორგანოში: გიორგი გუგავა

112
გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა, რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, პარლამენტის მიერ მიღებულ დაფინანსების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრობს, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.

„ლეიბორისტები“ დაფინანსების გარეშე რჩებიან?

გუგავას განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ მოხდა, რადგან არ „გააპრავა“ პარლამენტი და არ შევიდა „ბიძინას ბუტკად“ წოდებულ ორგანოში, რომელიც გაყალბებული გზით იქნება ფორმირებული.

მისივე თქმით, პარტიის დაფინანსების გარდა, კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში კომისიის წარმომადგენლების ყოლის უფლება, ასევე უფასო ტელე და რადიო დროის „წართმევა ხდება“.

გუგავას თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება, ინარჩუნებს ბოიკოტის რეჟიმს და დარწმუნებულები არიან, რომ „უკომპრომისო ბრძოლაში ოლიგარქთან გამარჯვებას მიაღწევენ“.

დაფინანსების შესახებ კანონი პარლამენტმა განიხილა და მიიღო სწორედ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის დასასჯელად. ის ერთადერთია, რომელმაც არ „გაუპრავა“ პარლამენტი, არ შევიდა „ბიძინას ბუტკად“ წოდებულ ორგანოში, რომელიც გაყალბებული გზით იქნება ფორმირებული და სწორედ ამის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

ბოიკოტი, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოცხადებული არის სრული. შალვა ნათელაშვილი პარლამენტიდან არ იღებს ხელფასს, არც ტელეფონზე სალაპარაკოს, არც კაბინეტს და სხვა პრივილეგიებს.

აქ საუბარი არის პარტიის არამხოლოდ დაფინანსებაზე, რომელიც საკმაოდ მწირია. ის შეადგენს დაახლოებით იმდენს, რა ხელფასიც გააჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს. აქ საუბარი არის კომისიის წევრებზე, წართმევა უნდათ, რომლებიც უნდა დავნიშნოთ საარჩევნო კომისიებში და ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვან და ასევე უფასო სატელევიზიო და რადიო დროზე, რომელიც ასევე განსაზღვრულია კანონით. ამის წართმევა უნდათ.

რეალურად ეს არის პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონი, სადამსჯელო ღონისძიება დაუმორჩილებელი პოლიტიკური პოზიციის გამო.

გაყალბდა არჩევნები, არ მიგვაქვს ჩვენი სიტყვა უკან და არ „გავუპრავებთ“ პარლამენტს. აი ამ პოზიციის გამო სადამსჯელო ღონისძიებას ახორციელებენ და ეს ხდება მაშინ, როდესაც გაიზარდა მშიერ ბავშვთა რაოდენობა ქვეყანაში, გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა და უკვე ტოპ ათეულში შევდივართ მსოფლიოში ამ თვალსაზრისით. გაიზარდა სოციალურად დაუცველი ღარიბი და ღატაკი ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში, შემწეობას ითხოვს ათი ათასზე მეტი მოქალაქე, ვუყურებთ როგორ თავქუდმოგლეჯილი გარბიან „მონური სამუშაოსათვის“ უცხოეთში კერძოდ, გერმანიაში. გაიზარდა გაზის ტარიფი, საწვავზე, მედიკამენტებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასი გაძვირდა.

სოციალური კოლაფსი გვაქვს და პარლამენტი ამ დროს იმით არის დაკავებული, რომ დასაჯოს პარტია, რომელიც არ ეგუება გაყალბებას, არ ეგუება უმსგავსობას და უკანონობას, ძალაუფლების მიტაცებას, უზურპაციას, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმი ახორციელებს.

რამდენი ხანია შეკრებილია ეს პარლამენტი და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, რომელ აუცილებელ პრობლემატიკაზე იმსჯელეს მაინც?

ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგული ვრჩებით, ამისათვის შეიძლება დავისაჯოთ მაგრამ, თავგანწირვა უნდა ვაჩვენოთ. როდესაც ჩვენ ვთხოვთ მოქალაქეებს გაუძლოს სუს-ის შანტაჟს, გაუძლოს გამგეობიდან, პროკურატურიდან, პოლიციიდან შანტაჟს და გააკეთოს სწორი არჩევანი, ასეთ დროს მაგალითები უნდა ვიყოთ თავად პოლიტიკოსები.

უკან ვერ დაგვახევინებენ, ბოიკოტი არ შეიცვლება, გავაგრძელებთ ბრძოლას. როდესაც ჩვენ მხარეს სიმართლეა და რაც მთავარია იდეა ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი და ჩვენი სახელმწიფოა, აქ უკან დახევა არ შეიძლება.

რაც არ უნდა გაგვისწორდნენ ბრძოლა იქნება უკომპრომისო და დარწმუნებული ვართ გავიმარჯვებთ და გამოვალთ ამ უბედურებისაგან, რაც თავს დაგვატეხა ოლიგარქმა“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

პოპულარულები