LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირ ეთერში ჩხუბის გამო პაატა მანჯგალაძე ბოდიშს იხდის – „ძნელია თავის შეკავება, როცა იმას გაბრალებენ, რის წინააღმდეგაც იბრძვი, მაგრამ ესეც კი არ ამართლებს, იმას რაც მოხდა“

1875
პაატასგანცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერი პაატა მანჯგალაძე ბოდიშს იხდის, გიორგი გუგავასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, რომლის ამსახველი კადრები „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გავიდა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ”ტვ პირველის” ეთერში გასული კადრების გამო. მიუხედავად ცილისწამების მასშტაბისა შეურაცხყოფის ხარისხისა.

ძნელია თავის შეკავება, როცა იმას გაბრალებენ რის წინააღმდეგაც იბრძვი მაგრამ ესეც კი არ ამართლებს იმას რაც მოხდა.

გულწრფელი ბოდიში საზოგადოებას კიდევ ერთხელ”, – წერს მანჯგალაძე.

ვიდეო: ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ ეთერში – ერთმანეთს პაატა მანჯგალაძე და გიორგი გუგავა დაუპირისპირდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები