“ტვ პირველის” ეთერში პაატა მანჯგაკლაძე და გიორგი გუგავა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. “სტრატეგია აღმაშენებელის“ და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერებმა ჩხუბი გადაცემის დასასრულს დაიწყეს.
როგორც “ტვ პირველი” ავრცელებს ინფორმაციას, პოლიტიკოსებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გუგავამ პაატა მანჯგალაძეს “მოსყიდული” უწოდა. ხელჩართული ჩხუბი ეთერს გარეთაც გაგრძელდა.