თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სიტუაცია 1 საათში დრამატულად შეიცვალა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება იტალიაში მყოფ მოგზაურებს ეხებათ- ორ დიდ ჯგუფს, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურა იტალიაში. მათგან ზოგიერთი ესპანეთშიც იყო.
5 ადამიანი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მაგრამ რამდენად ასრულებდნენ ისინი იზოლაციის წესებს ეს უცნობია.
თენგიზ ცერცვაძე ასევე აღნიშნავს, რომ რვა ახალი შემთხვევებიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული ვარაუდობს, რომ ვირუსი ფულის გამორთმევის დროს გადაედო. ცერცვაძე ჰყვება, რომ ამ დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა უკვე ინფიცირებულ პირთან, რომელსაც გამოართვა ფული.
“რაღაც სამუშაო შეასრულა და აიღო თანხა. ამბობს, რომ სხვა სახის კონტაქტი არ ჰქონია”,-განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. წინა მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის 15 ფაქტი.
დაინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა დადასტურდა