საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. წინა მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის 15 ფაქტი.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 23 შემთხვევა ფიქსირდება.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.