ავსტრიიდან თბილისში ველოსიპედით – ირაკლი ხუხუნაიშვილმა ევროპიდან საქართველომდე მოგზაურობა დაასრულა.
ამის შესახებ ირაკლი ხუხუნაიშვილი სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და მოგზაურობის დეტალებს გვიყვება.
მისი თქმით, მოგზაურობა ავსტრიიდან დაიწყო. მან და მისმა თანამგზავრებმა ველოსიპედებით სლოვენია, ხორვატია, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი გაიარეს და ივლისის ბოლოს საქართველოში ჩამოვიდნენ.
„დავიძარით ავსტრიიდან, ვიმოგზაურეთ სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში და ივლისის ბოლოს მშობლიურ საქართველოშიც ჩამოვედით“, – ამბობს ირაკლი ხუხუნაიშვილი.
როგორც მოგზაური წერს, ეს მათი მოგზაურობის მხოლოდ პირველი ეტაპია.
„მოგზაურობის პირველი ეტაპიც დავასრულეთ, მუხლები შევახურეთ და ახლა მზად ვართ ნამდვილი თავგადასავლებისთვის“, – წერს მოგზაური.
@iraklikhukhu მოგზაურობის პირველი ეტაპიც დავასრულეთ, მუხლები შევახურეთ და ახლა მზად ვართ ნამდვილი თავგადასავლებისთვის. “ხუხუს თავგადასავლები” აზია edition მალე თქვენს ტელეეკრანებზე ❤️ ჩვენი მოგზაურობის ოქროს სპონსორია მიკრობანკი კრისტალი. “დიდ შესაძლებლობებს დიდი გზები ქმნის ❤️
♬ original sound – iraklikhukhu
