საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე 2027 წელს ავსტრალიაში, Opera Australia-ს სცენაზე დებიუტს გამართავს. ამავე დროს, ეს მისთვის ვენერას პარტიაში შესრულებული პირველი როლი იქნება ვაგნერის ოპერაში „ტანჰოიზერი“.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2027 წელს შედგება ჩემი ავსტრალიური დებიუტი Opera Australia-ს სცენაზე და ამავე დროს ჩემი დებიუტი ვენერას პარტიაში, ვაგნერის „ტანჰოიზერში“.
განსაკუთრებული პატივია, რომ ამ მნიშვნელოვან დებიუტში და ამ დადგმის მსოფლიო პრემიერაში ვითანამშრომლებ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საოპერო რეჟისორთან, Sir David McVicar-თან და ბრწყინვალე იტალიელ მაესტროსთან, საერთაშორისო საოპერო სცენების გამორჩეულ დირიჟორ Andrea Battistoni-სთან.
მოუთმენლად ველი ახალ ეტაპს“.- წერს ნინო სურგულაძე.
