LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგცინით, იმიტომ, რომ ყველაფერში ამაზრზენი ხარ“ – ზარქუა ვაშაძეს

180
Untitled design (59)

„ისეთ სისულელეებს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ“ – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტში სადაც საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მოსმენა გაიმართა.

„ეს ჭიჭე, ხაბეს შემცვლელი, ახლა აქ რომ ყბედობდა და შემდეგ გავიდა. რომან გოცირიძესა და ლევან ბეჟაშვილს მიმართა, რატომ არ მისმენთო – ისეთ სისულელეებს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ. მერე თქვა, რატომ იცინითო. შენ დაგცინით, იმიტომ, რომ ყველაფერში ამაზრზენი ხარ. შენს ყველანაირ განცხადებაში პირდაპირ წერია, რის გამო და რატომ აკეთებ ამას“.- აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას მოუსმინეს. ნათია თურნავამ პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრების შესახებ ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები