LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპული მუშის მამა: მაღაროში უსაფრთხოების ზომები გაუმჯობესებულია

97

მინდელის მაღაროში დაღუპული პავლე გამეზარდაშვილის მამა, გურამ გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ  შახტში უსაფრთხოების ზომები გაუმჯობესებულია, თუმცა ძლიერი სამთო დარტყმისგან არავინაა დაზღვეული.

“ტყიბულის მოსახლეობის 90% ამ შახტშია დასაქმებული. უსაფრთხოების ნორმები დაცული არის, მაგრამ ხდება ხანდახან ასეთი მომენტები, როცა სამთო დარტყმა ხდება. დაზღვეული არავინ არის, არავინ იცის იქ რა მოხდება. მეც მიმუშავია და ვიცი“, – აღნიშნა გურამ გამეზარდაშვილმა.

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები