LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ვიბრძოლებთ, სანამ ამის ძალა გვექნება: “აზოვის” პოლკი

86
Untitled design (2)

“აზოვსტალში” მყოფი უკრაინელი მებრძოლები მორიგ მიმართვას ავრცელებენ და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ დაჭრილ ჯარისკაცებზე საუბრობენ.

ჩვენთვის ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს – „აზოვის“ მებრძოლების განცხადებით, ისინი ვერ ადასტურებენ, მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა ერთ-ერთ უკრაინულ მედიასაშუალებასთან საუბრის დროს თქვა, რომ “აზოვსტალის” ქარხანაში ვითარება ძალიან მძიმეა და ჯარისკაცები სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ნივთებისა და მედიკამენტების არქონის გამო იღუპებიან.

პალამარის განცხადებით, ამ დროისთვის სამედიცინო დახმარება თითქმის 600 სამხედრო მოსამსახურეს სჭირდება:

“სიტუაცია მძიმეა, კრიტიკულია. მედიკამენტები საკმარისი არ არის. აღარ გვაქვს ქირურგიული ინსტრუმენტები. არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა.

დაღუპულთა რაოდენობას არ ვაცხადებ. დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ სამხედროზე. 600-მდე ადამიანია დაჭრილი, მაგრამ ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც დაღუპულთა რიცხვი, ყოველდღიურად იზრდება.

ნანგრევებიდან ბევრი სამხედროს ცხედარი ვერ ამოვიყვანეთ. ვფიქრობ, რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების შეკრება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და შეთანხმებას – მხარეებს შორის ცხედრების შეგროვებაზე. გარეთ დაცხა. ცხედრები ხრწნას და გარემოს მოწამვლას იწყებენ”, – თქვა პოლკის მეთაურის მოადგილემ.

პალამარმა უკრაინელი მებრძოლების შემართებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამხედროები მზად არიან კიდევ უფრო დიდი პროვოკაციებისთვის და იბრძოლებენ მანამ, სანამ ამის ძალა ექნებათ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები