LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან: სტატისტიკა შემზარავია

221
FORTUNA.GE (15)

არსებული ინფორმაციით, შატილის გზაზე დღუპულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე სოსო ჭელიძემ ისაუბრა.

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.

“მერსედესის” მიკროავტობუსი, რომელიც შატილიდან ბარისახოში მიემართებოდა, დაახლელოებით 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. სამი მოქალაქე მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. დაიღუპა 17 ადამიანი, ცხედრები გადაცემულია შესაბამის დაწესებულებებში”, – განაცხადა სოსო ჭელიძემ.

“იმ მანქანაში ხალხი არ მჯდარა. ის უბრალოდ იდგა და ისიც დაზიანდა. ეს საავტომობილი გზების დეპარტამენტის მანქანაა”, – განაცხადა რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კითხვაზე არის თუ არა ინციდენტთან კავშირში კიდევ ერთი მანქანა.

სტატისტიკა კი საშინელია: ნახევარ წელიწადში 203 ადამიანი დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g