უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ოკუპანტების მიერ ქალაქის ცენტრთან მდებარე საცხოვრებელი უბნის დაბომბვას 9 ადამიანი, მათ შორის, 5 თვის ბავშვი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ცნობები გაავრცელა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა.
„დაღუპულთა შორისაა ოჯახი, რომელიც უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა – კაცს ხელში ეჭირა თავისი 5 თვის ბავშვი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბავშვის დედა მძიმედ არის დაჭრილი და ახლა საავადმყოფოშია“, – განაცხადა ხელმძღვანელმა.
სინეგუბოვის თქმით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის დატერორების მიზნით ხდება. ოფიციალური პირების თქმით, გარდაცვლილების გარდა, დაშავდა კიდევ 19 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი.
„ამჟამად, ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ იკავებენ თავიანთ პოზიციებს და ხარკივის შესაძლო აღებაზე საკითხი არ დგას“– აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
მარინკასა და ლიმანში დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი დაიღუპა – ომის 93-ე დღე უკრაინაში