LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინკასა და ლიმანში დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი დაიღუპა – ომის 93-ე დღე უკრაინაში

230
_123741575_d3

უკრაინაში ომის 93-ე დღეა.

რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ, ღამით სარაკეტო იერიშს ხარკოვში 8 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. დაღუპულთა შორის 5 თვის ბავშვიცაა.

ოკუპანტთა სამიზნე გახდა დონეცკის ოლქის ქალაქები მარინკა და ლიმანი, ასევე, ზარიას დასახლებული რაიონი.

დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პარალელურად, ოკუპანტები წინ წაწევას ცდილობენ ლიმანის, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მტერმა სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე გარკვეული წარმატების მიღწევა შეძლო.

ამავე თემაზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები