LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუდასტურებელი ცნობებით, ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი: არესტოვიჩი

221
ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით დაუდასტურებელი ცნობით ქალაქი ლიმანი დაკარგულია, – ამის შესახებ არესტოვიჩმა იუთუბ არხზე ინტერვიუს დროს განაცხადა.

„დაუდასტურებელი ცნობებით, ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი. რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ ის დაიკავა. ის, თუ როგორ ჩაიგდო ხელში რუსეთის არმიამ ეს ქალაქი, მიუთითებს, რომ რუსებს ჰყავთ ნიჭიერი მეთაურები, რომლებმაც სწორად დაგეგმეს ოპერაცია. და ეს მიუთითებს რუსეთის არმიის ოპერატიული მართვისა და ტაქტიკური ცოდნის დონის ამაღლებაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

ქალაქი ლიმანი მდინარე სევსრსკი დონეცკის ჩრდილოეთ ნაპირზე უკრაინელების უკანასკნელი პლაცდარმი გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები