LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი პენსიით საქართველოში უკვე 484-მა ადამიანმა ისარგებლა

118
Depositphotos-8140421-m-2015

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო – 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 59 პირმა.

„საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

მათივე ცნობით, საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები