LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი საპენსიო თანხის მოცულობა 890 მილიონ ლარს შეადგენს

79
shutterstock-1180786510-2020-03-04-12-31-01-428390

3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7 პროცენტი ვადიან დეპოზიტებზე, 25.2 პროცენტი სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1 სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების 100 პროცენტი ლარშია დენომინირებული.

მათივე განცხადებით, საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4 პროცენტია, რაც ქვეყანაში არსებულ წლიურ ინფლაციაზე ორჯერ მეტია, ივლისის მდგომარეობით, 5.7 პროცენტია.

საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g