LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.7%-ით გაძვირდა

118
ინფლაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა. იგივე მაჩვენებელია წლიურ ჭრილშიც.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7%-ით.
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4%-ით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9%), ზეთი და ცხიმი (1.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.6%), პური და პურპროდუქტები (0.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-5.3%), თევზეული (-2.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.3%);
  • ტრანსპორტი – ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%-ით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g