საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 მილიარდ 688 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6%-ით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ: გაერთიანებული სამეფო (334.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (180.8 მლნ აშშ დოლარით) და მალტა (173.7 მლნ აშშ დოლარი).
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა (607 მლნ აშშ დოლარი), მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი (185.7 მლნ აშშ დოლარი), მესამეზე ადგილზე კი – სატრანსპორტო სექტორია (166.1 მლნ აშშ დოლარი).
