LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო შეაშინა

816
Capture

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსული პანდემიის სიტუაცია მომავალში გაუარესდება. მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ ნაადრევად დაიწყო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, რაც ვირუსის ხელახალ გავრცელებას გამოიწვევს.

“დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, მსოფლიო პანდემიის პიკი ჯერ კიდევ არ ყოფილა. მოდი, თავიდან ავიცილოთ ეს ტრაგედია. ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერც კი ხვდება, ეს რა ვირუსია, მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ამიტომ ყველა მომენტში უნდა ველოდოთ უარესს”, – აცხადებს გებრეიესუსი.

აშშ-ს ჯინ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მოხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2,5 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 166 ათასზე მეტი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ჯანმოს დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა მკვეთრად გაუარესდეს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ხელახალი გავრცელების ეპიცენტრი, აფრიკის კონტინენტის და ისეთი ქვეყნები იქნებიან, სადაც ჯანდაცვის სიტემები ნაკლებად განვითარებულია.

ვინ არის ტედროს ადანომ გებრეისუსი, რომელიც მსოფლიოს „ისტერიული განცხადებებით ამარაგებს“

ჯანმოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ აშშ-სა და ევროპაში არასტაბილური სიტუაციაა. მისი თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების 90% სწორედ აქ ფიქსირდება.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთში, საიდანაც ეპიდემია დაიწყო, სიტუაცია ამჟამად სტაბილურია. ქვეყანაში ახალი შემთხვევების 90% იმპორტირებულია.

გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ვაქცინა არა უგვიანეს 12 თვის შემდეგ იქნებ ხელმისაწვდომი. მან თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყონ დაავადების შემთხვევების გამოვლინება, ტესტირება, იზოლირება და მკურნალობა.

magti 5g