LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

224
მაიმუნის ყვავილი

„ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა“ – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება მაიმუნის ყვავილი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან დაავადების გავრცელების ტემპით. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.

ფოტო: REUTERS/Arlette Bashizi

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g