LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მცირე 270 დაღუპული და 2 600-ზე მეტი დაშავებული – სუდანში, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

143
Untitled design

სუდანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში, სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა და 2 600-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ავრცელებს.

ბრძოლები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” (RSF) შორის მეოთხე დღეა მიმდინარეობს ხარტუმში, როგორც არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს დედაქალაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით.

WHO დოკუმენტის მიხედვით, შეიარაღებული პირები სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს და იპარავდნენ ნივთებს, მათ შორის მანქანებს.

„ხარტუმში შეიარაღებული ფორმიანი პერსონალი, გავრცელებული ინფორმაციით, RSF-დან, შედიან ემიგრანტების რეზიდენციებში, ჰყოფენ/აშორებენ კაცებსა და ქალებს და მიჰყავთ ისინი“, – ნათქვამია ანგარიშში.

გუშინ მხარეები 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე შევიდა, მაგრამ გვიან ღამით შეთანხმება დაირღვა და შეტაკებები განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g