LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო-ს ხელმძღვანელი: „მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“

130
ing

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, 2023 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს მიაღწია.

ტედროს გებრეისუსის განცხადებით, კოვიდის შემთხვევების ზრდა სადღესასწაულო შეკრებებმა და ახალი ვარიანტის JN.1-ის გავრცელებამ გამოიწვია.

გებრეისუსის შეფასებით, სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მიუღებელია. ჯანმოს ხელმძღვანელი მთავრობებს მოუწოდებს, ეპიდვითარებაზე დაკვირვება და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გააგრძელონ:

„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10 000 გარდაცვალების შემთხვევა პანდემიის პიკზე ბევრად ნაკლებია, თავიდან აცილებადი სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, – განაცხადა  გებრეისუსმა.

მისივე თქმით, კოვიდის ახალი ვარიანტი JN.1 მსოფლიოში ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები