LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე

204
gjytj

„კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ რეკომენდაციის მიღება „ომიკრონის” ქვეტიპის XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო გახდა საჭირო.

გიორგი ფხაკაძე: „ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, საქართველოში ხალხი ჭურში ზის და იქიდან გამოსვლა არ უნდა.. სავარაუდოდ, ზამთრის ბოლოს ძალიან არასასიამოვნო ვარიანტს მივიღებთ“

მათივე ცნობით, ამ კვირაში აშშ-ში აღრიცხული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 27% -ზე მეტი „ომიკრონის“ ახალ ვარიანტს წარმოადგენდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა რეკომენდაცია, რომ მგზავრებმა ხანგრძლივი ფრენების დროს პირბადე ატარონ.

მათი თქმით, ეს რეკომენდაცია უნდა გაიცეს ყველა მგზავრისთვის, რომელიც იმ ქვეყნებში მოგზაურობს, სადაც „კოვიდ-19“ ფართოდ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მზარდია, რაც ბევრ ქვეყანაში შეშფოთების მიზეზი გახდა. ევროკავშირმა გასულ კვირას გასცა რეკომენდაცია, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს ტესტირება ჩაუტარდეთ.

შეგვიძლია თუ არა, საქართველოში პანდემია დასრულებულად გამოვაცხადოთ: „ჩინეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი „საუკეთესო“ ადგილი ახალი მუტაციის გაჩენის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები