პრინცი ჰარის მიერ მომზადებულ ახალ დოკუმენტურ ფილმში, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე სკანდალური თავად ჰარის მონაყოლი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ჰარიმ მორიგ ჯერზე დაადანაშაულა სამეფო ოჯახი ცუდ მოპყრობაში. მაგალითად მან პრინცი ჩარლზი დესპოტად მოიხსენია და თქვა, რომ მას მამა ბავშვობაში აშინებდა და აბულინგებდა. რაც ეხება პრინცესა დაიანას, ჰარიმ მის ურთიერთობებთან და თავის პირად ცხოვრებასთან პარალელი გაავლო.
,,დაიანა დოდი ალ ფაიედს ხვდებოდა, ეს ეგვიპტელი, იყო, ეს კი მას არ აპატიეს, ისტორია მეორდება და მეშინია, იგივე არ მოუვიდეს მეგანს“– ამბობს პრინცი ჰარი.
მან ასევე დედის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი გაიხსენა, როდესაც უკვე მოზარდი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალა. მოგვიანებით კი წლები დასჭირდა რეაბილიტაციისთვის.