LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიძრა მიწა, სახლებს ანგრევს…“ – ადიგენში, სოფელ უდეში, მეწყრული პროცესები განვითარდა

275
მეწყერი ადგიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა. უხვი ნალექის შემდეგ, სოფელ უდეში მიწის დიდი ნაპრალები გაჩნდა. შედეგად დაიბზარა საცხოვრებელი სახლები.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ხელისუფლება მათ ამბულატორიის ძველ შენობაში თავის შეფარებას სთავაზობს. დაზიანებულია საავტომობილო გზები, რამდენიმე ადგილზე ჩავარდნილია გზა.

რამდენიმე ოჯახს სახლის დაცლა მოუწია. ზოგიერთი სახლი სრულად დანგრეულია.

„დაიძრა მიწა, ანგრევს სახლებს, არავინაა ჩვენი მომკითხავი. არავინ არაფერს აკეთებს, ვართ ღმერთის ანაბარა. გამგეობიდან ჩამოვიდნენ, სურათები გადაიღეს, ვის სახლსაც დაზიანება აქვს, ალტერნატივა არაა სახლის, საავადმყოფოა ძველი და გვეუბნებიან, იქ შესახლდითო“. – უთხრა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

როგორც რადიო „თავისუფლებას“ მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ უთხრა, მეწყრული პროცესები განვითარდა სოფლის ერთ-ერთ უბანთან („პირდაპირები“), რომელშიც დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს. მერის ინფორმაციით, საცხოვრებლად უვარგისია ერთი საცხოვრებელი სახლი და გასახლება შეიძლება შეეხოს დამატებით ოთხ ან ხუთ ოჯახს.

„გეოლოგები მუშაობენ და შემდეგ გვეცოდინება, რამდენად იქნება მოსახლეობის გაყვანა საჭირო – მზად გვაქვს ფართი, სადაც შეგვიძლია მათი გადაყვანა… ბოლო სამი-ოთხი დღეა, რაც შევნიშნეთ და დროული რეაგირება მოხდა“, – განაცხადა გოჩა ქიმაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტში…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on Tuesday, 20 February 2024

სოფელში, რომელშიც დაახლოებით 1800 ოჯახი ცხოვრობს, მეწყრული პროცესების განვითარება პროგნოზირებულია „გარემოს ეროვნული სააგენტოს” საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც 2023 წელში მოსალოდნელ მეწყრულ პროცესებზე წერია.

„პერიოდული აქტიურობით გამოირჩევა სოფელში განვითარებული 2 მეწყრული უბანი. პირველ უბანზე, რომლის ფართობი 15,2 ჰექტარია, გასულ წლებში დააზიანა 120-მდე საცხოვრებელი სახლი, სრულად დაინგრა 9, მათ შორის საავადმყოფოს შენობა. ამჟამად საფრთხის ქვეშაა ხიმინჯებზე დამონტაჟებული გაზსადენის მილი“. – წერია დოკუმენტში.

ამავე ბიულეტენის თანახმად, მუნიციპალიტეტში არის 16 მეწყრული უბანი, ქვათაცვენის 9 უბანი, ჩამონაშალის 1, გვერდითი ეროზიის 1, ინფრასტრუქტურის 22 ობიექტი და 17 საცხოვრებელი სახლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g