“დაიხურე ჩაფხუტი, თორემ გელის კაპუტი” – ასეთი წარწერები ტროტუარებზე შეგხვდებათ. ალექს ჩიღვინაძე ერთ-ერთია მათგან, ვინც ზემოთ ხსენებული წარწერა ნახა და საკმაოდ არასახარბიელოდ მიიჩნია.
გთავაზობთ მის სტატუსს და გადაღებულ ფოტოებს ამ თემაზე:
“დაიხურე ჩაფხუტი, თორემ გელის კაპუტი” — თქვენც შეგხვდათ ასეთი წარწერები ტროუარებზე? ანუ ადამიანები სამუშაო ადგილებზე იმის გამო კვდებიან, რომ ჩაფხუტი არ ახურავთო. ლამის რეფრენად ქცეული ტრაგედიაა, რა კაპუტი და რა მარტივად უნდა გეყუროთ. თითო დალეწილი მუშაც ხომ არ დავდგათ მშენებლობებთან, იმ ამოყირავებული მანქანებივით?”