საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 76 პაციენტი, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 772 პირი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 415 შემთხვევა, აჭარა – 106, იმერეთი – 621, ქვემო ქართლი – 173, შიდა ქართლი – 242, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი -260, კახეთი – 253, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 023 საიდანაც:
6 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 568, აჭარაში – 561, იმერეთში – 1 412.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 667 პირი, მათ შორის, თბილისში – 660, აჭარაში – 124, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 46, იმერეთში – 37.
1 157 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 766 – თბილისში, 227 – აჭარაში.
43 261 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 152 ადამიანი.
