საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინ დღეს დილიდან შექმნილ სიტუაციაზე წერს და ამბობს, რომ ივანიშვილმა შუა ქალაქში ბერლინის კედელი ააგო.
“დაიშალეთ! ვინაიდან ამასობაში ივანიშვილმა შემოიღო უკვე გერმანული მოდელი-ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქალაქში”, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან სამართალდამცავებმა პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა რკინის კონსტრუქციებით ჩახერგეს, რათა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბლოკირების საშუალება არ მისცემოდათ.