სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში, 9 დეკემბერს დაკავებული პედიატრის, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრის, კოტე ჩახუნაშვილის წერილის შინაარსს აქვეყნებს.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება: „ვითხოვთ, ჩვენი კოლეგის დაუყოვნებელ გათავისუფლებას!“
გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, წერილის ადრესატი კოტე ჩახუნაშვილის ძმა არის:
„გუშინ დაკავებული პედიატრის, კოტე ჩახუნაშვილის წერილი ძმას!
1. ხვალ 12 საათზე ლექცია მაქვს სტუდენტებთან. რამენაირად ჩამენაცვლე, არ მინდა, რომ ლექცია გაუცდეთ.
2. ხვალ 2-დან 3 საათამდე, კლინიკაში მოვა 4 ხელმოკლე პაციენტი. მაგათ ფულს არ ვახდევინებ და აუცილებლად შენ გადაიწერე. სხვასთან რომ მოხვდნენ, გაუგებრობა შეიქმნება. ჩემზე არ ინერვიულოთ“, – აღნიშნულია გიგა მაქარაშვილის სტატუსში.
გუშინ დაკავებული პედიატრის (Constantine Chakhunashvili) წერილი ძმას! 1. ხვალ 12 საათზე ლექცია მაქვს სტუდენტებთან….
Posted by Giga Makarashvili on ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2024
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოტე ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ცნობით, სახლიდან აქციაზე გასვლის შემდეგ, ჩახუნაშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ხოლო მისი მანქანა სახლთან ახლოს იყო მიტოვებული.
უფრო ადრე კი ცნობილი გახდა, რომ პოლიციის თანამშრომლები კოტე ჩახუნაშვილთან მივიდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არ დაუკონკრეტებიათ, ჩახუნაშვილმა კი დაკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა.