LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

985
ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს.

ინფორმაციას ღუდუშაურის დაკავების შესახებ „ტვ პირველს“ ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი უდასტურებს.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.

„ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც ვიცი, ბრალი არ აქვს წარდგენილი. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, არ ვიცნობ. დღეს ვგეგმავ შესვლას და მონახულებას, შესაძლოა, ეს დაემთხვეს ბრალის წარდგენასაც. როგორ ვიცი, წუხელ დააკავეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g