LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” 5 წევრი

71

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ თბილისის საკრებულოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ხუთი ადამიანი დააკავეს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, აცხადებს, დაკავებულები არიან  თორნიკე ბიკაშვილი, ბესო გაზდელიანი, კოტე იოსელიანი, მიშა კაკაურიძე და თორნიკე მაჭარაშვილი.

ხაბეიშვილის თქმით, დაკავებულთაგან სამი მაჟორიტარობის კანდიდატია.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები