LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია პირი, რომელმაც თანხის სანაცვლოდ, PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები დაამზადა: საგამოძიებო სამსახური

1229
1

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს.

უწყების ცნობითვე, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

პოპულარულები