LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“და­ხე­უ­ლი ბო­ტა­სე­ბით დავ­დი­ვარ, ფეხ­საც­მლის ფული არ მაქვს, 2000 ლარი ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი თან­ხაა, რო­მელ­საც ვერ გა­და­ვიხ­დი” – რას ჰყვება საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქციაზე დაკავებული

603
BeFunky-collage (8)

და­ხე­უ­ლი ბო­ტა­სე­ბით დავ­დი­ვარ, ფეხ­საც­მლის ფული არ მაქვს, 2000 ლარი ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი თან­ხაა, რო­მელ­საც ვერ გა­და­ვიხ­დი, – ამის შე­სა­ხებ საწ­ვა­ვის ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლის­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­მა გი­ორ­გი გო­გო­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

როგორც გოგოლაძემ აღნიშნა, აქციაზე პოლიციელთან შელაპარაკების გამო დააკავეს.

“იმ ად­გი­ლას სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი, მოძ­რა­ო­ბას სა­ერ­თოდ არ ვუშ­ლი­დი ხელს, ავა­რია მე­გო­ნა და გავ­ჩერ­დი. პო­ლი­ცი­ელ­მა ხელი მკრა, ბორ­დი­უ­რის­კენ გა­და­ი­წი­ეო. ვუ­თხა­რი, ნუ მკრავ ხელს, გა­და­ვალ-მეთ­ქი. კი­დევ მე­ო­რედ მკრა ხელი და მა­შინ ვუ­თხა­რი, რა არის, ჯან­ზე ხარ, მე შენ­ზე ჯან­ზე ვარ, მაგ­რამ ხე­ლებს არ ვიქ­ნევ-მეთ­ქი. ზუს­ტად ამ დროს, სხვა პო­ლი­ცი­ელ­მა უთხრა იმ პო­ლი­ცი­ელს, რამ­დენს ალა­პა­რა­კე­ბო, ქურ­თუ­კი ჩა­მო­მა­ხი­ეს და და­მა­კა­ვეს.

მე პი­რა­დად, და­ხე­უ­ლი ბო­ტა­სე­ბით დავ­დი­ვარ, ფეხ­საც­მლის ფული არ მაქვს, 2000 ლარი ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი თან­ხაა, რო­მელ­საც ვერ გა­და­ვიხ­დი. არ ვმუ­შა­ობ, ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ვარ ფილ­ტვზე, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან 3 კვი­რის გა­მო­წე­რი­ლი ვარ, სხვა­თა შო­რის, ამა­ზეც დამ­ცი­ნეს სამ­მარ­თვე­ლო­ში. ვუ­თხა­რი, ხელი არ და­ერ­ტყათ, რად­გან ჭრი­ლო­ბა მქონ­და და რა თავს გვა­ცო­დე­ბო. არა­ვის ხელი არ და­უ­კა­რე­ბია. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­და და აღ­მო­მი­ჩი­ნეს, იზო­ლა­ტორ­ში კარ­გად მექ­ცე­ოდ­ნენ, – გა­ნა­ცხა­და გო­გო­ლა­ძემ.

ცნობისთვის, 27 მარტს თბილისში აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა საწვავის ფასები გააპროტესტეს.

აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის 3 მო­სა­მარ­თლე ნინო შჩერ­ბა­კოვ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და სა­მი­ვე მათ­განს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით 2 000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g