LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის“ – თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოქალაქეებს მიმართავს

146
თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას კანონის, რეგულაციების დაცვის შესახებ რჩევებს აძლებს. ალიანსის განცხადების თანახმად, დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის.

„სოციალურ ქსელში,  ბოლო დროს, ქსელის მომხმარებლებისგან საზოგადოებისადმი მსგავსი ტიპის მიმართვები მოხშირდა: „გთხოვთ, გასახურებელ თამბაქოს დახურულ სივრცეში ნუ ეწევით, საშინელი სუნი აქვს და არამწეველებს სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის“, „გასახურებელი თამბაქოს მოწევა არ იკრძალება? რესტონებში რატომ ეწევიან?“, „ვინმეს გასახურებელი თამბაქო უვნებელი ჰგონია? საზიზღარი სუნი აქვს, ნუ გვაბოლებთ“…

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება, სამწუხაროდ, ასევე აფიქსირებს მოწევის რეგულაციების დარღვევის შედეგებს, თუმცა, შემთხვევების 99% ჩილიმზე მოდის.

ისევე, როგორც თამბაქოს ნებისმისმიერი ნაწარმის, ჩილიმის დახურულ სივრცეში მოწევაც დაუშვებელია. რაღა თქმა უნდა, მონიტორები  კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ინფორმაცია გადაეცემა სამართალდამცველებს, რომლებიც აჯარიმებენ, როგორც მოწევის რეგულაციის დამრღვევ ფიზიკურ პირს, ასევე დაწესებულებას, სადაც პირი ეწეოდა, მაგრამ მეპატრონემ, ან (გაქირავებული ) ფართის მმართველმა არ მოუწოდა მოწევის რეგულაციის დაცვისა და მოწევის შეწყვეტის შესახებ, ასევე, ამის შესახებ არ შეატყობინეს საპატრულო პოლიციას. 

სამწუხაროდ, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ვერ მოიცავენ ყველა სამასპინძლო დაწესებულებას და ვერ უზრუნველყოფენ მუდმივ კონტროლს. ამიტომაც კანონის აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გაათვითცნობიეროს, რომ პირადად არის მონიტორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი და საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კანონის დაცვა.

ხედავთ, რომ მოწევის რეგულაცია ირღვევა? ფიქრობთ, თუ მწეველს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებთ, შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას? გადაუღეთ ისე, რომ დამრღვევი პირის და დაწესებულების იდენტიფიკაცია შესაძლებელი იყოს, დარეკეთ 112-ზე აცნობეთ ფაქტის შესახებ და მოითხოვეთ კანონის აღსრულება. თქვენი სურვილის შემთხვევაში ვინაობა კონფიდენციალური იქნება.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება კანონის უმაღლესი ნიშნულით აღსრულება. ამასთან, აუცილებლელია მუდმივად მოქმედებდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტები, საკომუნიკაციო პროგრამები, რითაც მოსახლეობა განუწყვეტლივ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევის შესახებ და ეცოდინება, რომ რეგულაციის დარღვევის გამო ჯარიმდება როგორც დამრღვევი ფიზიკური პირი (პირველ ჯერზე 50, შემდეგ 100, ამის შემდეგ კი ყოველ ჯერზე 200-200 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში),  ასევე დაწესებულება (პირველ ჯერზე 500, შემდეგ 1000 და შემდეგ ყოველ ჯერზე 2000-2000 ლარით ერთი წლის განმავლობაში), რომელმაც არ მოითხოვა მოწევის შეწყვეტა.

მივმართავთ საზოგადოებას, გაითავისეთ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება, განსაკუთრებით კი იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას ითვალისწინებს, მომავალი თაობისთვის ჯანსაღი სასიცოცხლო გარემოს შექმნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.

ევროპის ქვეყნებში, სადაც საბავშვო ბაღის ასაკიდან ასწავლიან სამოქალაქო აზროვნებას, ნებისმიერი რეგულაციის დაცვა 99%-ით მოსახლეობაზე მოდის. სამწუხაროდ, ჩვენთან, თუნდაც თამბაქოს მოხმარების რეგულაციების დარღვევაზე მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი რეაგირებს და რეგულაციების დარღვევის მხილების მეტი წილი მონიტორინგის სამსახურზეა.

ასევე, მნიშვნელოვანია მონიტორინგის სამსახურის გაძლიერება, მონიტორების რაოდენობის გაზრდა და მათი შესაბამისი ტექნიკურ-მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა, რაზეც სახელმწიფომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იზრუნოს“. – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g