შარლიზ ტერონი ამჯერად ბერლინში სპეციალურ ღონისძიებას დაესწრო. Cinema For Peace ასე ქვია ორგანიზაციას, რომლიც კინოს სამყაროს იმ წარმომადგენლებს აჯილდოვებს, ვინც პოლიტიკური და სოციალური პრობლემებს აქტიურად აშუქებს. ტერონის წლევანდელი ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო.
40 წლის ოსკაროსანი მსახიობი ბრწყინავდა Dior-ის მოდის სახლის მიერ შექმნილ კლასიკურ კაბაში. ელეგანტური, სექსუალური და ამავე დროს დახვეწილი კაბა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა ტერონს, რომელიც დიდხანს პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის.
