პენელოპა კრუსი გამოცემა Perfect-ის ახალი ნომრის გმირი გახდა. 51 წლის მსახიობი გამოცემის ყდაზე Chanel-ის ელეგანტურ კოსტიუმში გამოჩნდა.
ფოტოსესიაში კრუსმა რამდენიმე გამორჩეული „ლუქი“ მოირგო, მათ შორის, Alaïa-ს ტყავის კომბინეზონი, Emilio Pucci-ის „ლეგინსები“ და Chanel-ის თეთრი კოსტიუმი მინი ქვედაბოლოთი.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი მსახიობი 2010 წლიდან დაქორწინებულია მსახიობ ხავიერ ბარდემზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს, ვაჟი, ლეონარდო და ქალიშვილი, ლუნა.
„საკუთარი თავი ახლა უფრო მომწონს, ვიდრე 30 წლის ასაკში“ – 49 წლის პენელოპე კრუსი Elle-გარეკანზე