LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახვეწილი ყველგან და ყოველთვის – ანჯელინა ჯოლის მორიგი გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე

136
page

ანჯელინა ჯოლი, „ტურინის კინოფესტივალზე“, საკუთარი ფილმის, „სისხლის გარეშე“ პრემიერაზე გამოჩნდა. 49 წლის მსახიობი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა შავ კაბაში.

ეს გახლდათ სხეულზე მომდგარი კაბა, რომელსაც ვარსკვლავმა ამავე ფერის დაბალძირიანი ფეხსაცმელი და ღია კრემისფერი თრენჩი შეუხამა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ჯოლი ერთადერთ ბიოლოგიურ ვაჟთან, ნოქსთან ერთად, სამწლიანი პაუზის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 49 წლის მსახიობი და მისი 16 წლის შვილი ყოველწლიურ ღონისძიებას Governors Awards დაესწრნენ. წყაროს ცნობით, ანჯელინა ყოველივე ამას ექს-მეუღლის გასამწარებლად აკეთებს.

ანჯელინა ჯოლი იძულებულია, ბრედ პიტთან სასამართლო პროცესების გამო, ძვირფასი სამოსი და სამკაულები გაყიდოს – რას ჰყვება ინსაიდერი

ფოტო/ვიდეო: „ულამაზესი დედა-შვილი“ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

კლასიკური სტილის დედოფალი – 49 წლის ანჯელინა ჯოლი ატლასის ულამაზეს კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები