LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი ქორწინდებიან

6242912-0-image-a-34_1542315430179

დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი ქორწილისთვის ემზადებიან. ინფორმაცია ამის შესახებ მედიასთან საუბრისას წყვილთან დაახლოებულმა წყარომ დაადასტურა. ირკვევა, რომ ქორწინებას ვარსკვლავები მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებენ.

ინსაიდერის თქმით, Coldplay-ის ვოკალისტი ამ ნაბიჯის გადადგმას აქამდე შვილების გამო ერიდებოდა, რათა მათ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას პრობლემები არ შექმნოდა. ცნობილია, რომ ბავშვებმა, 41 წლის მუსიკოსისა და გვინეტ პელტროუს განქორწინება მძიმედ გადაიტანეს.

,,მას არ უნდა, რომ პატარებს ყველა ცვლილება თავს ერთდროულად დაატყდეთ”, – ამბობს პირი, რომელიც ჟურნალისტებს 46 წლის მსახიობის ახალ რჩეულს ახსენებს. ცოტა ხნის წინ, ,,ოსკაროსანი” მსახიობი ცოლად რეჟისორ, ბრედ ფალჩუკს გაჰყვა.

შეგახსენებთ, რომ დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის ურთიერთობის შესახებ ცნობილი გასული წლის შემოდგომაზე გახდა. ისინი რომანის შესახებ საჯაროდ არ საუბრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები