LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონი „გუჩის“ საკულტო ჩანთის „ჯეკის“ რეკლამაში

191
page

„გუჩის“ ყველაზე ცნობილი ჩანთა 60-იანი წლებიდან სახელწოდებით „ჯეკი“ მოდაში ბრუნდება. ამის დასტურია მსახიობის, დაკოტა ჯონსონის უახლესი ფოტოსესია, რომელიც ცნობილი ბრენდის სწორედ ამ ჩანთების ახალ მოდელებს არეკლამებს.

ახალ ფოტოებზე, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, დაკოტას ჩანთების სხვადასხვა მოდელები უკავია და ყველა მათგანი შეუდარებელია.

წელს „გუჩის“ მოდის სახლმა ჩანთას ფორმა მხოლოდ მცირედით შეუცვალა, სამაგიეროდ ის სხვადასხვა ფერებშია წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები