დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის დაშორების მიზეზი ცნობილია. მედიის ცნობით, დაკოტა ქორწინებისთვის მზად იყო, კრისი კი პროცესს აჭიანურებდა, ის ორჭოფობდა. სწორედ ამან დაუსვა მათ ურთიერთობას საბოლოოდ წერტილი.
„დაკოტას მობეზრდა ლოდინი, მას კრისთან ერთად ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა სურდა. კრისი კი ქორწილისგან თავს იკავებდა. ყველაფერი უსასრულოდ იწელებოდა“, – ნათქვამია ინსაიდერის განცხადებაში.
ცნობისთვის, 35 წლის მსახიობი და 48 წლის ჯგუფ Coldplay-ის ვოკალისტი 2017 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. ისინი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს არაერთხელ დაშორდნენ.
„ნაგავი კაცებისგან შორს!“ – დაკოტა ჯონსონის პირველი კომენტარი კრის მარტინთან განშორების შემდეგ

