31 წლის დაკოტა ჯონსონისა და 43 წლის კრის მარტინის ნიშნობის შესახებ გავრცელებული ჭორები ჯერ არ დადასტურებულა. სამაგიეროდ, ცნობილი ხდება, რომ წყვილი საცხოვრებლად ერთად გადავიდა მალიბუს ახალ სახლში.
გაირკვა, რომ ახალი ფეშენებელური ვილა წყვილმა ჯერ კიდევ ოქტომბერში, 12 მილიონ დოლარად შეიძინა და რემონტის შემდეგ იქ გადავიდა. სახლი 495 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და მისი თავდაპირველი ღირებულება 14 მილიონი დოლარი იყო.
ჯონსონისა და მარტინის ერთობლივი საცხოვრებელი სახლი ექვსი საძინებლისა და შვილი აბაზანისგან შედგება. სახლის ფანჯრებიდან ოკეანეზე ულამაზესი ხედი იშლება.