LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალი ჩიტალაძე: „კახი კალაძე და ანუკი არეშიძე პროტოკოლის ნორმის აბსოლუტური დაცვით იყვნენ წარმოდგენილნი..ყველა სტუმარს შეეძლო ბატონ მერთან და მის მეუღლესთან ფოტოს გადაღება, ეს დღესასწაულის განსაკუთრებული შტრიხი იყო“

993
fot (3)

2023 წლის „თბილისობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად გამართული საღამო და თბილისის მერისა და მისი მეუღლის ჩაცმულობა მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ შეაფასა.

როგორც დალიმ „კვირის პალიტრასთან“ აღნიშნა, კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ღონისძიებაზე პროტოკოლის ნორმის აბსოლუტური დაცვით იყვნენ წარმოდგენილნი.

„მინდა გითხრათ, რომ 2023 წლის „თბილისობის“ დღესასწაულზე უელეგანტურესი იყო ჩვენი წყვილი – კახი კალაძე და ძალიან ლამაზი და მომხიბლავი – ანუკი არეშიძე, ორივენი პროტოკოლის ნორმის აბსოლუტური დაცვით იყვნენ წარმოდგენილნი…

საერთოდ, ეს წყვილი ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძია…

კახის მიმართ სუბიექტური ვარ, რადგან ძალიან მომწონს, როგორც მერი, მეუღლე, მამა, საოცარი ოჯახის პატრონია… განსაკუთრებით არაჩვეულებრივი იყო კახი წელს „თბილისობის“ დღესასწაულზე, ძალიან მომეწონა მისი ჩაცმულობის ყველა დეტალი – კოსტიუმი, თეთრი პერანგით – ყველაფერი საოცარი!

განსაკუთრებით იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოწვეულ ყველა სტუმარს შეეძლო ბატონ მერთან და მის მეუღლესთან ფოტოს გადაღება. ეს დღესასწაულის განსაკუთრებული შტრიხი იყო,“ – აღნიშნა დალი ჩიტალაძემ.

ვრცლად ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g