LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

154

ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა. ცნობილი გერმანისტი და მთარგმნელი 81 წლის იყო.

დალი ფანჯიკიძე 1937 წლის 23 მარტს დაიბადა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში გერმანული ენის კათედრას.  ის მოღვაწეობდა პუბლიცისტურ და მთარგმნელობით სფეროში.

თარგმნილი აქვს თომას მანის “ბუდენბროკები” (1970), “ჯადოსნური მთა” (1978, 1984),  “ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება” (1995); უ. პლეცდორფის “ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი” (1982); გოეთეს “პოეზია და სინამდვილე” (2002); ჰ. ჰესეს “ფიქრი და განსჯა” (1996);  გრ. რობაქიძის ესე “ადოლფ ჰიტლერი უცხიელი მწერლის თვალით” (2007) და სხვა. ასევე  არის წერილებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

1985 წლიდან იყო “გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების” წევრი, 1986 წლიდან კი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

წლების განმავლობაში მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g