LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაფრინდა ჩვენი ანგელოზი და გაიყოლა ჩვენი ნაწილი“ – რა გახდა ახალგაზრდა ორსულის გარდაცვალების მიზეზი?

1905
Untitled design (69)

ახალციხეში ახალგაზრდა ორსული მარიამ ლაზარაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თრომბია.

სოციალურ ქსელში მარიამს მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან.

„გაფრინდა ჩვენი ანგელოზი და გაიყოლა ჩვენი ნაწილი. როგორი ტკივილი ხარ, მარიამ…
დაუჯერებელი და გაუაზრებელი“;

„თქვენგან წასული არა ვარ არა, ეგ მხოლოდ ჩემი დასასრულია, დილით მზის შუქი თუ მოგანათებთ, იცოდეთ, მასში ჩემი სულია.. ადრე წავედით გატკინეთ გული, მე არ მინდოდა ღვთის სურვილია, გამაგრდით ყველა, ვისაც გიყვარვართ, ღვთის სამოთხეში გაზაფხულია“. – წერენ სოციალურ ქსელში.

ახლობლების თქმით, მარიამს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია.

მარიამი სამი თვის ორსული იყო. მას ქორ­წი­ლი ოქ­ტომ­ბერ­ში ჰქონ­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები