LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი… შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მფრინავის მეუღლის პირველი კომენტარი

23772
მეუღლეე

გუდაურში მომხდარ ტრაგედიას მფრინავი ზაზა ლორია ემსხვერპლა. ტრაგიკულად დაღუპული პილოტის, ზაზა ლორიას მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მფრინავი ზაზა ლორია დაიღუპა

“დამირეკა 1 საათში უნდა ჩამოვფრინდე და დამხვდიო, ამ წუთამდე ველოდე. საშინელი ტრაგედია მოხდა, არა მხოლოდ ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს,  ვინც შეეწირა – დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. საშინელი მდგომარეობაა, არ ვიცი ეს რა კატასტროფაა. ძალიან ბევრი ჰყავს გადარჩენილი და დღესაც ამას შეეწირა. ყოველთვის სადარაჯოზე იყო, ყოველთვის მზად იყო. სამსახურშიც ზაზა რომ მიფრინავდა, ყველა მშვიდად ვიყავით, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა. შვებულებაში იყო, მაგრამ მისთვის შვებულებაც არ არსებობდა.

ბედნიერი წლები გავატარეთ, ბედნიერი მეუღლე ვიყავი, ყოველთვის ვამაყობდი, რომ ზაზა ლორიას მეუღლე ვიყავი. იყო ყოველთვის თავმდაბალი, სიკეთის განსახიერება, ყველას გადამრჩენელი, მაშველი თუ კი რამ შეეძლო. საუკეთესო მეგობარი, მეუღლე, მამა, ბაბუა, ყველასთვის. ძალიან მიმძიმს მისი წარსულში თქმა და მოყოლა. მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ერთი ეს ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ გადაერჩინა, როგორც საკუთარი თავი, ისე ყველა. ნამდვილად ვიცი რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა, პირველი შემთხვევა არ იყო, მფრინავისთვის ეს თანმდევია”, – ამბობს გარდაცვლილი პილოტის მეუღლე “ტვ პირველთან”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები