LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უფალმა ორი შვილი ერთად წამართვა და არ მჯეროდა, რომ კიდევ მესამეს წამართმევდა” – გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას დედა ტრაგედიის დღეს იხსნებს

297
ტორჩინავასდედა

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის კახა ტორჩინავას გარდაცვალებით, მისმა დედამ ციცინო ოჩიგავამ მესამე შვილი დაკარგა. კახას ძმები წლების წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

მაშველის დედა ტრაგედიის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ვერ იჯერებდა შვილის გარდაცვალებას,

“ჩვენ აფხაზეთიდან, სოხუმიდან ვარ და ხედავდა იქ როგორ იღუპებოდნენ ბიჭები, დაჭრილს, დაზარალებულს, ყველას შველა რომ უნდოდა, მისთვის ახალი ხილი არ იყო, ეს იყო მისთვის სავალდებულო სამსახური. სავალდებულო იყო, წასულიყო ყველგან”, – ამბობს მაშველის დედა და ტრაგედიის დღეს იხსენებს.

“მე მეზობელმა მითხრა, შენი შვილი სად არისო. მე მეგონა სახლში იყო, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. მეორემ მითხრა, დარეკე კახასთან, სასაზღვრო ვერტმფრენია ჩამოვარდნილიო. სამაშველოში ყველას ვიცნობდი. მე როგორც ორი შვილ დაკარგული დედა, მძიმე იყო ყველა ახალგაზრდის სიკვდილი. დავრეკე კახასთან, გავიდა ზარი, მაგრამ არ მპასუხობდა. განვიცდიდი, არ მჯეროდა მე თვითონ, რომ უფალმა ორი შვილი ერთად წამართვა და კიდევ მესამეს წამართმევდა, არ ვფიქრობდი ამას. ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე რომ ჩამოვარდა, კახა მაინც ჩამოხტებოდა, ხეიბარი დარჩება და მაინც ჩამოხტებოდათქო. ჩემმა რძალმა დამირეკა, მოდი და ერთად დაველოდოთო. მივედი და რომ ვნახე ბავშვები ძალიან განიცდიდნენ, რომ ტიროდნენ ვუთხარი,  ნუ გეშინიათ, მამათქვენი სპორტსმენია და გადმოხტებოდა, ხეიბარი დარჩება და მაინც ცოცხალი იქნებათქო. ღმერთი არ წამართმევს, მესამე შვილსაც არ დამიმატებსთქო”, – ამბობს ციცინო ოჩიგავა გადაცემაში “ღამის პრაიმ-ტაიმი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები