„დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან, ამბობს რომ დაინახა ადამიანი ეკლესიასთან ახლოს, „სანამენტეთან“, ძალიან ჰგავს აღწერილობა. ვინმე ხომ არ ხართ წყნეთში?“ – ამის შესახებ ინფორმაციას დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე ავრცელებს.
„კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის, შემდეგ კი 2 საათით დენი გაითიშა და კვალი იკარგება. ახლა ჩვენი ახლობლები საბაგიროსთან შეიკრიბნენ და კუს ტბის მიმდებარედ ეძებენ“ – ამბობს ირმა მალაციძე „პალიტრა ვიდეოსთან“.
დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან. ამბობს რომ დაინახა ადამიანი ეკლესიასთან ახლოს, "სანამენტეთან". ძალიან ჰგავს აღწერილიბა. ვინმე ხომ არ ხართ წყნეთში?
Posted by Irma Malatsidze on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2024
ცნობისთვის, მესამე დღეა, რაც თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. ძებნის ოპერაციაში ჩაერთნენ სამართალდამცველებიც.
დაკარგული გიორგი გახელაძის შესახებ ოჯახს ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვს.
გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე ამბობს, 19 ივნისს გიორგი გახელაძე უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მანქანით გაჩერებამდე ჩაიყვანა, იქ დატოვა და სწორედ მას შემდეგ წყდება კავშირი გიორგი გახელაძესთან.
„ვეძებთ გიორგის! ჩვენი ირმა მალაციძის მეუღლეს.
იქნებ სადმე შეგხვდეთ, გამოელაპარაკეთ! სავარაუდოდ, აქვს ამნეზია.
იძებნება მესამე დღეა“ – წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.
ვეძებთ გიორგის! ჩვენი Irma Malatsidze ის მეუღლეს. იქნებ სადმე შეგხვდეთ, გამოელაპარაკეთ! სავარაუდოდ, აქვს ამნეზია. იძებნება მესამე დღეა.
Posted by Nino Qoqosadze on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2024