უკრაინაში მებრძოლ ვანო ნადირაძეს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა, მეგობრები, თანამებრძოლები და მოქალაქეები ემშვიდობებიან.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა – „გავნადგურდი ბატონო ვანო… დიდება გმირებს…“
ვანო ნადირაძის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და მას ემოციურად ემშვიდობება:
„სულ 3-4 კვირის დაწყებული იყო ომი, კიევის შესასვლელთან დამხვდა, შვილივით ჩამიხუტა! 1 პური, 3 თევზის კონსერვი და 2 კოლოფი სიგარეტი მომცა.
ჩაფხუტი და ბრონის ჟილეტი მომიტანა, ცოტა ყავაც გიშოვეო.
მერე 2 წელზე მეტი ერთად ვიარეთ, 100-მდე ჩვენი ვაჟკაცი გამოვასვენეთ, რამდენი დაჭრილისთვის სისხლი, წამალი, პროთეზი ვიშოვეთ.
არსაიდან გააჩენდა ხოლმე სამხედრო სამოსს ახლად ჩამოსულებისთვის, მთელი ქვეყანა გვიყურებს ქართველებს, მათხოვრებივით არ უნდა გვეცვასო.
ღამეები გვითენებია საქართველოზე ლაპარაკში. ყველა სიტყვაში იგრძნობოდა მონატრება, სიყვარული და ბრაზი.
იმ სამართლის დედა ***, შენ რომ აღარ ხარ ძია!
მახსოვს ბოლო თხოვნა და გპირდები შეგისრულებ, სამშობლოში დაბრუნდები!
დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
სულ 3-4 კვირის დაწყებული იყო ომი, კიევის შესასვლელთან დამხვდა, შვილივით ჩამიხუტა! 1 პური, 3 თევზის კონსერვი და 2 კოლოფი…
Posted by Giga Makarashvili on ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
ცნობისათვის, სამწუხარო ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში 22 ივნისს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ვანო ნადირაძე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.